05 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
"ან ხანძარი უნდა მომხდარიყო ან აქციები უნდა შეესყიდათ"-"ბავშვთა სამყაროს" აქციონერების სკანდალური განცხადება

ბავშვთა სამყაროს აქციონერების სკანდალური განცხადება - სავაჭრო ცენტრის პირველი დამფუძნებლები ამბობენ, რომ შესაძლოა ხანძარი, ბიზნეს ინტერესებს უკავშირდებოდეს.

მათი თქმით, ყველაზე მსხვილი 41%-იანი წილის მფლობელ აქციონერს, დიმიტრი აბდუშელიშვილს შენობასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები ჰქონდა და მის მითვისებას დირექტორის დახმარებით ცდილობდა.

„მაჭავარიანმა მოიყვანა მხაზველები და წარმოგვიდგინა მაკეტი, რომ ბავშვთა სამყაროს უკანა მხარეს უნდა აშენდეს ტერიტორია, განვავითაროთ ბავშვთა სამყარო. მიზანი იყო აქციონერების ჩამოშორება, ან ხანძარი უნდა მომხდარიყო ან აქციები უნდა შეესყიდათ მთლიანად. ჩვენ არ გავყიდეთ აქციები, ჯერ ერთი არ გვთავაზობდნენ და არც ვენდობოდით მაჭავარიანს. ის კაცი ვინც ყიდულობდა არ გამოვიდა ჩვენთან რომ დაგვლაპარაკებოდა.

"ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება მაჭავარიანი საქმის კურსში არ არის და სულ სხვა მხრივ ხდება რაღაც, შეიძლება მაჭავარიანის გადაგდებაც უნდათ. მათი ინტერესი რომ იყო ხელში ჩაგდება ეს ფაქტია,“-განაცხადა ბავშვთა სამყაროს აქციონერმა თენგიზ ლოლაძემ.

მეწილეები ასევე ამბობენ, რომ აბდუშელიშვილმა შეძენილი წილი ოფშორულ ზონაში დაარეგისტრირა. 

 

დღის ამბები