05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
"EU Investment"-ის დირექტორი რუსთავის აზოტის ქარხანის შესყიდვასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირს უარყოფს

eu investment-ის დირექტორი, რომელმაც რუსთავის აზოტის ქარხნის აქციები შეისყიდა, მისი გვარი საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესებშიც ფიგურირებს. 

მათ შორის არის ბითქოინის ქარხანა. სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ექსპრემიერს ინტერესი აზოტის ქარხანასთან მიმართებაშიც ჰქონოდა.

ეფრემ ურუმაშვილი კონკრეტულ ბიზნესთან ივანიშვილის კავშირს კატეგორიულად უარყოფს.  

„ჩემი კომპანიის გარდა არანაირი ინტერესი არ აქვს ამ ქარხანაში. არანაირი ურთიერთობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მაქვს ბიძინა ივანიშვილთან, ეს არის მცდარი და ცრუ ინფორმაცია. არანაირი დაინტერესება ამ ადამიანს მოცემულ ბიზნესთან არ აქვს,“ - განაცხადა ურუმაშვილმა.

დღის ამბები