05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
"იუსტიციის საბჭოს ვერ დაესიზმრება ხდება თუ არა ზეწოლა მოსამართლეზე" - კახა სოფრომაძე

მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მთავარ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებაზე, კომენტარს არ აკეთებენ უზენაეს სასამართლოში.

პროკურატურაში ადასტურებენ, რომ გამოძიება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადებით და სასამართლოს მომართვის საფუძველზე, ჯერ კიდევ 14 იანვარს დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევისა და ასევე მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტზე მიმდინარეობს.

თუმცა, პროკურატურაში არ საუბრობენ საქმის დეტალებზე, შესაბამისად უცნობია კონკრეტულად რა ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას რუსთავი 2-ის საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა.

განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კახაბერ სოფრომაძემ. სოფრომაძემ ამბობს, რომ მას შესაძლო ზეწოლაზე ინფორმაცია არ ჰქონია.

„ეს არის გამოძიების პრეროგატივა და შესაბამისად, ეს უნდა იქნეს მოკვლეული აუცილებლად. არანაირი ზეწოლა არც დადებითი და არც უარყოფითი არ არის მიზანშეწონილი, კი არა გამორიცხულია მოსამართლეზე, ეს კანონის მიხედვით ასეა და შესაბამისად, თუკი რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

"თუ მოსამართლემ მიმართავს იუსტიციის საბჭოს, რა თქმა უნდა, ის განიხილავს. იუსტიციის საბჭოს ვერ დაესიზმრება ხდება თუ არა ზეწოლა მოსამართლეზე. ეს არის პირდაპირ მოსამართლის პრეროგატივა. არსებობს შესაბამისი ნორმა კანონში, რომლის საფუძველზეც ის ვალდებულია მიმართოს. იუსტიციის საბჭო თავისი ინიციატივით ამ მოკვლევას ვერ დაიწყებს,“ - აცხადებს კახაბერ სოფრომაძე.  

ამავე თემაზე
დღის ამბები