05 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
აქციაზე დაკავებული 2 მოვაჭრის ზუსტი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის

დაპირისპირება ბავშვთა სამყაროს შენობაში მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის - დაზარალებული მოვაჭრეების განცხადებით, დაკავებულია 2 მოვაჭრე, რომლებიც, მათი ინფორმაციით, მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილები, თუმცა მათ ზუსტად არ იციან დაკავებულების ადგილსამყოფელი.

ინციდენტი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მიერ თამარ მეფის გამზირის სავალი ნაწილის გადაკეტვას მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ქალბატონი დაზარალდა, მათ მალევე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება.

მოვაჭრეებს აქვთ ორი მთავარი მოთხოვნა. ისინი ბავშვთა სამყაროს შენობაში შესვლას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი უსაფრთხოებას საკუთარ თავზე აიღებენ. დაზარალებულები ასევე ითხოვენ, საჭიროებისამებრ, ექსპერტების მიერ შენობის მდგრადობა შემოწმდეს და თუ საჭიროება მოითხოვს, ის გაამაგრონ.  

მოვაჭრეებთან დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი მივიდა. ლაშა ჩხარტიშვილი დაზარალებულებს იურიდიულ დახმარებას დაპირდა.

„ნებისმიერი სახის პროვოცირება არის ხელისუფლების კისერზე,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.

 

ავტორი: დავით კაკულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები