03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
"ვარდების მოედანზე" ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - "თბილისი 2015"-ის საათი გაიხსნა

"ვარდების მოედანზე" ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - "თბილისი 2015"-ის საათი გაიხსნა, რომელმაც  სპორტული ღონისძიების უკუათვლა დაიწყო. 

საათი გუშინ საღამოს, ახალი წლის დადგომამდე,  სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიას" წინ გაიხსნა, რა დროსსაც საათის უკუათვლის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.

"თბილისი 2015"-ის დაწყებამდე შვიდ თვეზე ნაკლები რჩება, ეს საათი კი შეახსენებს მოსახლეობას, რამდენი დღე, საათი და წუთი დარჩა ღონისძიებამდე," - აცხადებენ "თბილისი 2015"-ს საორგანიზაციო კომიტეტში.

მსგავსი მასშტაბური სპორტული ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიება თბილისში 26.07.2015 - 01.08.2015 გაიმართება.

საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, ფესტივალის მსვლელობის დროს, საქართველოს 4 000-მდე სპორტსმენი (13-18 წელი) ევროპის 49 ქვეყნიდან ეწვევა. საერთო სტუმრების რაოდენობა კი 7 000 მიაღწევს.

 

 
დღის ამბები