03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
Secret Santa – „ რუსთავი 2“

Secret Santa  ანუ ქართულად საიდუმლო სანტას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე წლებია თამაშობენ. ბოლო დროს ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდა. თამაში რომელიც შიდა კორპორატიულ სახალისო განწყობას ქმნის წელს რუსთავი 2 ის თანამშრომლებმაც ითამაშეს.

HR დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ლოტოტრონში ყველა თანამშრომლის სახელი და გვარი იყო. 25 დეკემბერს კი ლოტოტრონიდან ფურცლების ამოღება და თამაში დაიწყო. თამაშირ პრინციპი და წესები მარტივია საიდუმლო სანტამ საჩუქრები უნდა გააკეთოს და თავი არ უნდა გამოამჟღავნოს.

ლიმუზინი, ფოიერვერკი, სანტას როლში მყოფი პოლიტიკოსები, ბევრი საჩუქარი და ტკბილეული, ემოცია და ცრემლები ამ ყველაფრის ხილვა თქვენ რუსთავი 2 ში შეგეძლოთ.

“კურიერმა“ 2014 წლის ბოლო დღეები რუსთავი 2 ში შეაჯამა და ვიდეო რეპორტაჟი მომზადა. 

დღის ამბები