05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე "ენმ"-ისა და მაგნოლიას გადამზიდველი კომპანიის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მაგნოლიას ხის გადატანის გამო მოძრაობა ამ დრომდე გადაკეტილია. მძღოლები შემოვლითი გზით სარგებლობენ, რაც გადაადგილებას ართულებს. ამის გამო ადგილზე ნაციონალური მოძრაობისა და დენდროლოგიური პარკისთვის ხეების გადამზიდველი კომპანიის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა. ენმ-ის წევრები საპატრულო პოლიციიდან ან საგზაო დეპარტამენტიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც გადამზიდველებს გზაზე მსგავსი შეფერხების შექმნის ნებართვა ჰქონდათ. კომპანიის წარმომადგენლებმა შესაბამისი დოკუმენტი ვერ წარადგინეს.

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გადასატანი მაგნოლია გადაზიდვის დროს ევკალიპტს გამოედო და შედეგად ორივე ხე დაზიანდა.

როგორც ცნობილია, მაგნოლიას ჩაქვში დღეს გვიან ღამით გადაიტანენ, სადაც ხის სახმელეთო გზა დასრულდება და შემდეგ წყალში მოუწევს შესვლა.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხის გადატანა დღეს გამთენიისას დაიწყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები