03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ორი ადამიანი დაშავდა გორში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად

გორი ახალ წელს ინციდენტით შეხვდა. ახალი წლის შესახვედრად გიორგი ერისთავის გორის თეატრთან შეკრებილი მოქალაქეები პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავდნენ. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ საშუალო ასაკის ორმა მამაკაცმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტის დროს დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც. ამ დრომდე უცნობია, თუ რამ გამოიწვია პიროტექნიკის აფეთქება.

გორში ამბობენ, რომ ფოიერვერკი კულტურის სამინისტრომ გადასცა ქალაქს და პიროტექნიკაზე პასუხისმგებლობაც სწორედ სამინისტროს ეკისრება.

ინციდენტი გუშინ ახალი წლის დადგომამდე მოხდა. 

დღის ამბები