03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

აკრძალვის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

გარდა ამისა, საავტომობილო მოძრაობა დიდთოვლობის გამო დაკეტილია ასევე წალკისკენ მიმავალ გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე. 

 გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

დღის ამბები