09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
მაშველებმა AirAsia-ს კიდევ 8 მგზავრის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა იავანის ზღვაში ჩავარდნილი ავიაკომპანია AirAsia-ს კიდევ 8 მგზავრის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე უცხოური საინფორმაციო საშუალება ავრცელებს, რომლის თანახმად, ამ დროისთვის სულ 30 ცხედარია ნაპოვნი. 

ცოტა ხნის წინ  წყალქვეშა საძიებო სამუშაოები, რომელიც თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთის ადგილმდებარეობის დასადგენად მიმდინარეობდა, ძლიერი ტალღების გამო შეჩერდა. 

თვითმფრინავი А320-200, რომელიც რეისს ინდოეთის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა, რადარებიდან აფრენიდან 42 წუთში გაქრა.

თვითმფრინავის ბორტზე 162 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები