"ვინც მხარს უჭერს პირდაპირი სანქციების დაწესებას რუსეთთან, ის მხარს უჭერს ესკალაციას, არეულობასა და ეკონომიკურ კოლაფს საქართველოში," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთებას საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი ეფექტი ექნებოდა.
"იმავეს არ სთხოვენ მოლდოვას და მაინცდამაინც საქართველოს სთხოვენ, რომ პირდაპირი სანქციები დააწესოს. ვფიქრობ, აქედანაც ჩანს მათი ორმაგი სტანდარტი და არაკეთილსინდისიერება. პირდაპირი სანქციები - ეს არის სწორედ სცენარი ესკალაციისა და მეორე ფრონტს გახსნის. ამიტომ, ვინც მხარს უჭერს პირდაპირი სანქციების დაწესებას რუსეთთან, ის მხარს უჭერს ესკალაციას, არეულობასა და ეკონომიკურ კოლაფსს საქართველოში. მაგრამ მათ ეს ყველაფერი არც ადარდებთ და აქედანაც ჩანს, რომ მათ ქართველი ხალხის ბედი და ინტერესი საერთოდ არ აინტერესებთ, ამაზე ისინი არ დარდობენ. პირიქით, მათი მიზანია, რომ ამ ყველაფრით არ გაიხსნას მეორე ფრონტი და შესაბამისად, დაზარალდეს და ჩამოიშალოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და უსაფრთხოება, მაგრამ ამას, რასაკვირველია, ვერავინ ვერ ეღირსება," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.