03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ხანძარს 85 წლის ქალბატონი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა სოფელ დარჩელში. ხანძარს 85 წლის ქალბატონი ემსხვერპლა.  

ცეცხლი ფარცვანიების ოჯახში გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. დაშავდა მრავალშვილიანი ოჯახის კიდევ სამი წევრი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

საცხოვრებელი სახლი ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. ფარცვანიების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ისინი დახმარებას  ითხოვენ.

დღის ამბები