05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
მორიგი ფარული ჩანაწერები - სამოქალაქო სექტორს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს

სამართალდამცველების მხრიდან სატელეფონო ჩანაწერების საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს სამოქალაქო სექტორს. ახალგაზრდა იურისტების აზრით, უმჯობესი იქნებოდა საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, პროკურატურას გამოეძიებინა. რადგან, მათი თქმით, ის შექმნილ ვითარებაში შედარებით ნეიტრალური უწყებაა.

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერებით მანიპულაციაზე საუბრობენ.

„მიუკერძოებლობა მოითხოვს საქმე გამოიძიოს ისეთმა ორგანომ, რომელიც არ იქნება დაინტერესებული. პროკურატურაა შედარებით ნეიტრალური ორგანო, რომელმაც აღნიშული საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩაატაროს,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ.

დღის ამბები