03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
რას ჰყვებიან ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ მამა ილია კარტოზიაზე

"ნორმან ატლანტიკზე" მყოფი ქართველები საქართველოში არიან. ისინი წუხელ გვიან ღამით ჩამოვიდნენ. რაც შეეხება დაღუპული სასულიერო პირის, მამა ილია კარტოზიას ცხედარს, მისი გადმოსვენება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოხდება.

იტალიური მედია გემზე გარდაცვლილი სასულიერო პირის შესახებ წერს და ერთ-ერთი ქართველის ინტერვიუსაც აქვეყნებს, რომელიც მამა ილიას შესახებ საუბრობს.

ინტერვიუს მიხედვით, მამა ილია კარტოზიამ ბავშვიან ქალს სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო.

ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე სულ საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი და ერთი ფეხმძიმე ქალი. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

საბერძნეთის სამაშველო სამსახურმა "ნორმან ატლანტიკის" ამსახველი ახალი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრებზე 36-საათიანი სამაშველო ოპერაციაა ასახული და ჩანს, როგორ იწვის ზღვაში სამგზავრო ბორანი.

ბოლო ინფორმაციით, კატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ბორტზე მყოფი ათობით ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები