03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
25 იანვრიდან დღემდე დამწვრობის ცენტრში 50-მდე პაციენტი მიიყვანეს

ახალი წლის დღეებში იმატა კლინიკების მოქალაქეთა მიმართვიანობამ.

25 იანვრიდან დღემდე დამწვრობის ცენტრში, სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით, 50-მდე პაციენტი მიიყვანეს.

პაციენტთა უმეტეს ნაწილს დამწვრობა სახეზე და კიდურებზე ჰქონდა. დამწვრობებით საავადმყოფოებში მოხვდნენ, როგორც მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე ზრდასრულები.

ექიმების თქმით, ამის მიზეზი პიროტექნიკის არასწორად გამოყენებაა. სამართალდამცველები მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ და საახალწლო მაშხალების გამოყენების პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები