03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
გუდაური-კობის მონაკვეთზე გზა გახსნილია

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილიდან აკრძალული იყო, თუმცა საღამოს გზა მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა. აკრძალვა დარჩა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტომობილების გადაადგილებაზე.

საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ზვავსაშიშროების გამო იყო აკრძალვა დაწესებული და დილის საათებში ამ მონაკვეთზე რამდენიმე ზვავი ჩამოწვა კიდეც. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, როდემდე იქნება აღდგენილი მიმოსვლა. როგორც საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, არ არის გამორიცხული, რომ ამ მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით, ისევ აკრძალვები დაწესდეს და ისევ გზა ჩაიკეტოს.  

დღის ამბები