03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
მამა ილია კარტოზიას ცხედარს მომავლ კვირას გადმოასვენებენ

საბერძნეთის სანაპიროსთან ბორანის აალების დროს ხომალდზე მყოფი 7 ქართველი სამშობლოში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდა. გადარჩენილები ჰყვებიან, რომ ცეცხლი ბორანს გვიან ღამით გაუჩნდა, იმ დროს, როდესაც მგზავრებს ეძინათ.

ერთ-ერთი ქართველის, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. მგზავრების ინფორმაციით, სასულიერო პირი სამაშველო გემზე გადასვლისას კიბიდან ჩავარდა და ზღვაში დაიხრჩო.

27 წლის არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი ამ დრომდე ქალაქ ბარიში ექსპერტიზის ბიუროში რჩება. იტალიაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ცხედრის გადმოსვენება საქართველოში წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, მომავლ კვირას იქნება შესაძლებელი.

დღეს საბერძნეთის სამაშველო სამსახურმა ”Norman Atlantic”-ის ამსახველი ახალი ვიდეომასალაც გაავრცელა. კადრებზე 36 საათიანი სამაშველო ოპერაციაა ასახული და ჩანს, როგორ იწვის ზღვაში სამგზავრო ბორანი.

ბოლო ინფორმაციით, კატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა, ბორტზე მყოფი ათობით ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები