03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი ახალ წელს ავღანეთში სამხედროებთან ერთად შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალ წელს, ქართველ სამხედროებთან ერთად, ავღანეთში შეხვდა. მინდია ჯანელიძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა.

თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიაში მონაწილე კონტინგენტს სიტყვით მიმართა. მან ქართველი სამხედროების საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

თავდაცვის მინისტრის მილოცვის შემდეგ, ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს საქართველოდან ტელეხიდის მეშვეობით ახალი წელი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მიულოცა.

„მინდა, გისურვოთ მხნეობა, სიძლიერე, მადლობა გადაგიხადოთ  სამსახურისთვის და მოგილოცოთ მომავალი გამარჯვებები, რომლებიც ერთად გვექნება. გილოცავთ ახალ წელს და მშვიდობით უკან დაბრუნებას გისურვებთ,“ - მიმართა ჯარისკაცებს საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები