09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
"ნორმან ატლანტიკის" შავი ყუთი შესასწავლად გადააგზავნეს

გემ ”ნორმან ატლანტიკზე” სამაშველო ჯგუფები დაკარგული ადამიანების ძებნას დღეს განაახლებენ. მეხანძრეები და გამომძიებლები ბორტზე მას შემდეგ ავიდნენ, რაც ბორანი იტალიის ქალაქ ბრინდიზის პორტში გადაიყვანეს. ნაპოვნია შავი ყუთი, რომელსაც გასაშიფრად ქალაქ ბარიში გადააგზავნიან.

მაშველების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გემზე ასვლა ჯერ კიდევ არ იყო უსაფრთხო, მათ მაინც დაათვალიერეს გემბანი ცეცხლის გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით.

რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის კუნძულ კორფუსთან მომხდარ ტრაგედიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ქართველი სასულიერო პირიც. კიდევ 19 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები