09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
ეკიპაჟის მიერ მიტოვებული გემი სანაპირო დაცვამ გადაარჩინა

იტალიის სანაპიროსთან კიდევ ერთი ხომალდი გადაურჩა კატასტროფას. ქვეყნის სანაპირო დაცვამ სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი გადაარჩინა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ეკიპაჟმა მიატოვა.

ბორტზე 400–ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, რომლებიც მაშველებმა იტალიის სხვადასხვა ქალაქებში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, უმეტესობა მათგანი სირიელია. ხომალდი იტალიაში, სავარაუდოდ, თურქეთიდან ან კვიპროსიდან მიემგზავრებოდა.

ეს ბოლო 3 დღის განმავლობაში იტალიის სანაპიროსთან ეკიპაჟის მიერ გემის მიტოვების მეორე შემთხვევაა.

დღის ამბები