09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ინდონეზიაში ნაპოვნი "ეარბასის" ფრაგმენტებს ექსპერტები წყალქვეშ იკვლევენ

ინდონეზიის სანაპიროსთან სამაშველო-სამძებრო ოპერაცია განახლდა. მაშველებმა ზღვაში თვითმფრინავის კიდევ ორი ფრაგმენტი აღმოაჩინეს. სამაშველო ჯგუფის ცნობით, ფრაგმენტები 30 მეტრის სიღრმეზეა ნაპოვნი. ფრაგმენტების ზომების გამო მათი წყლიდან ამოტანა ვერ ხერხდება, რის გამოც სპეციალისტებს მათი ადგილზე შესწავლა სპეციალური მოწყობილობებით უწევთ.

ამ დრომდე არ არის ნაპოვნი „ეარბასის“ შავი ყუთები, რაც გამოძიებას ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენაში დაეხმარებოდა.

მალაიზიური კომპანიის კუთვნილი ლაინერი, რომელიც ინდონეზიიდან სინგაპურში მიფრინავდა, 28 დეკემბერს ჩამოვარდა. ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 30 გარდაცვლილის ცხედარია ნაპოვნი.

ამავე თემაზე
დღის ამბები