03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
მარანთან მომხდარ ავარიაში დაშავებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

მარანთან მომხდარ ავარიაში დაშავებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც  ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში და ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სოფელ მარანთან ავარიის შედეგად დაშავებულები მოინახულა. 

ასევე მძიმეა სოფელ მარანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ შეამჩნია.

ამავე თემაზე
დღის ამბები