05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
აფხაზეთში დატყვევებული ქართველი მებრძოლის მეუღლე მშრალ შიმშილობას განაგრძობს

აფხაზეთში დატყვევებული ქართველი მებრძოლის მეუღლე  ლალი ბასარია გიორგი ლუკავას გათავისუფლებას ითხოვს და მთავრობის კანცელარიაში მშრალ შიმშილობას განაგრძობს.

„მეომრები, რომლებიც ომის დროს თავის ქვეყანას იცავდნენ, დღეს მკვლელებად შერაცხეს. სანამ არ ამოქმედდება ცხელი ხაზი და ჩემს მეუღლესთან არ მომცემენ ლაპარაკის უფლებას, შიმშილობას არ შევწყვეტ,“ - განაცხადა გიორგი ლუკავას მეუღლემ.

გუშინ მას მთავრობის ადმინისტრაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა კომენტარი არ გაკეთებულა.

მოგვიანებით პრემიერის პრესსამსახურმა მედიისთვის განცხადება გაავრცელა.

„გიორგი ლუკავას გათავისუფლება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, თუმცა უარვყოფთ დაკავებულის მეუღლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოქალაქე გიორგი ლუკავას გათავისუფლების ვადებთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადება გააკეთა," - ნათქვამია განცხადებაში.   

დღის ამბები