09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ანტისამთავრობო აქცია ბუდაპეშტში

მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა უნგრეთში. ბუდაპეშტში, ოპერის შენობასთან, 5 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და რუსეთთან დაახლოება გააპროტესტა.

დემონსტრანტების თქმით, პრემიერ ვიქტორ ორბანის ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ოფიციალურ მოსკოვზე დამოკიდებულს ხდის.

მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები უნგრეთში უკვე ორი თვეა, რეგულარულად იმართება. მორიგი საპროტესტო მსვლელობა ორგანიზატორებმა პირველ თებერვალს, ქვეყანაში ანგელა მერკელის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე დაგეგმეს.  

დღის ამბები