03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
აშშ-ს ახალი სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ

შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა.

შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა ბარაკ ობამამ. დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები ათ პირს და სამ ორგანიზაციას შეეხო.

თეთრი სახლის განმარტებით, დამატებითი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება კომპანია "სონი ფიქჩერსის" წინააღმდეგ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის გამო მიიღეს.

მომხდარის უკან ვაშინგტონი ოფიციალურ ფხენიანს მოიაზრებს და მის ქმედებებს პროვოკაციულსა და დესტაბილიზაციის გამომწვევს უწოდებს.  

დღის ამბები