09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
ავსტრალიის ტყეებში ხანძარს ებრძვიან

ავსტრალიაში ტყის ხანძრებს ვერ აქრობენ. სამხრეთ ავსტრალიისა და ვიქტორიას შტატებში სტიქია უკვე დასახლებულ რაიონებში მძვინვარებს.

ხანძრის შედეგად უკვე დამწვარია ათზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია.

სამაშველო ოპერაციაში, რომელსაც ხელს ძლიერი ქარი უშლის, 500–ზე მეტი მეხანძრე და 14 ვერტმფრენია ჩართული. მათ უახლოეს მომავალში დამატებითი ჯგუფებიც შეუერთდებიან. სტიქიის ზონაში უსაფრთხოების მიზნით დაკეტილია გზებიც.

დღის ამბები