უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის, სიტყვის თავისუფლებისა და მოსამართლეების მხარდასაჭერად 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილებს ცოტა ხნის წინ პატიმრობიდან გათავისუფლებული ქართველი სამხედროს, გია ცერცვაძის მეუღლემ, ტატიანა ცერცვაძემ მიმართა.
რუსთავი 2 რომ არა, დღეს ჩემი ქმარი იქნებოდა რუსეთის ხელში. დიდი მადლობა რუსთავი 2-ს. არ ვიცი ამ ხალხს რატომ უდნა ჩვენი ტელევიზიის დაკეტვა. მე მჯერა, რომ ხალხი გამოვა გარეთ,“ - აღნიშნა ცერცვაძემ.