03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ძმები ატარშიკოვების მკვლელობის წინ მათი ოფისი გატეხეს

შსს ძმები ატარშიკოვების მკვლელობის ფაქტს უკვე ადასტურებს. მანამდე არსებობდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, ისინი  გაზით იყვნენ გაგუდულები. 

სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ჯერჯერობით მისი ვინაობა არ სახელდება.

ძმების მკვლელობას წინ უძღოდა მათი კუთვნილი ოფისის გატეხვა. ძმებს ლიფტების მომსახურების კომპანია ჰქონდათ, რომლის ოფისიც არის გატეხილი. 

"კურიერის" გადამღებ ჯგუფს ოფისთან კრიმინალური პოლიცია დახვდა. ოფისის ერთ-ერთმა  თანამშრომელმა, რომელიც "კურიერმა" ოფისთან ჩაწერა, ოფისის გატეხვის ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ ოფისი გუშინ გატეხეს.

სამართალდამცველები ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ, არსებობს თუ არა კავშირი ძმების მკვლელობას და ოფისის გატეხვას შორის.    

ამავე თემაზე
დღის ამბები