03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
საბავშვო თეატრი "მეორე სახლი" დახურვის საფრთხის წინაშე

ძველი შენობის სარდაფში დამალული პატარა თეატრი, რომელიც დიდი სცენისთვის ზრდის მსახიობებს, შესაძლოა, დაიხუროს. ფართს, სადაც ეს თეატრია განთავსებული, ეკონომიკის სამინისტრო ყიდის.   

უკვე ათი წელია, თეატრ "მეორე სახლში" ბავშვები სპექტაკლებისთვის იმ სარკესთან ემზადებიან, რომელიც ერთ დროს ვერიკო ანჯაფარიძეს ეკუთვნოდა. ამ ბავშვებიდან ზოგიერთს უკვე "რუსთავი 2"–ის მაყურებელიც კარგად იცნობს  სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები".

მაგრამ, ათწლიანი არსებობის შემდეგ, შესაძლოა, საბავშვო თეატრი ღია ცის ქვეშ დარჩეს. ფართობი იყიდება და მას მალე ახალი მფლობელი ეყოლება. ეკონომიკის სამინისტრო თეატრისგან სარდაფის დაცლას მოითხოვს.

დღის ამბები