03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
პატრიარქის იუბილეს სამებაში აღნიშნავენ

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 82 წლის გახდა. ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო ლიტურგია აღავლინა. იუბილეს მისალოცად სამების ეკლესიაში, მრევლთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები და პოლიტიკოსები მივიდნენ.

ილია მეორის იუბილესთან დაკავშირებით გუშინ მთელი დღის განმავლობაში საპატრიარქოში მილოცვის მსურველთა მიღება მიმდინარეობდა. მსურველთა სიმრავლის გამო მიღებამ მოგვიანებით საპატრიარქოს ეზოში გადაინაცვლა.

პატრიარქის 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით 4 იანვარს საღამოს 20 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართება. 

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ქალაქ ვლადიკავკაზში გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილის და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები