09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
რუბლი გაუფასურდა

რუსეთის სავალუტო ბაზარზე დოლარის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ისტორიაში პირველად მოსკოვის ბირჟაზე ერთი დოლარის ღირებულებამ 40 რუბლს გადააჭარბა. რუსეთის ევროვნული ვალუტის კურსი დაეცა ევროსთან მიმართებითაც. ერთი ევრო დღეს 50 რუბლი და 10 კაპიკი ღირდა.

ექსპერტების შეფასებით, რუბლის გაუფასურება მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და ნავთობის ფასის დაწევას უკავშირდება. ერთი ბარელი ბრენტის მარკის საწვავის ღირებულება დღეს 92 დოლარი და 51 ცენტი იყო. ამის მიუხედავად, OPEC ექსპორტის შემცირებას ნოემბრამდე არ გეგმავს.

დღის ამბები