02 ივნისი 2024,   18:41
ვრცლად
რეალურად სუს-ს შეუძლია, ყოველგვარი კონტროლის გარეშე შეაღწიოს თითქმის ყველა კომუნიკაციის საშუალებაში - გიორგი ტუღუში

პარლამენტის ფრაქციის ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრი, გიორგი ტუღუში, სუს-ში ე.წ. მოსმენების გასაღების დატოვებას აკრიტიკებს. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი რეალურად არაფერს ცვლის.

კურიერის ეთერში მან ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფაში დაადანაშაულა, რომლის მიხედვითაც, დაინტერესებულ ორგანოს მოსმენების გასაღები არ უნდა ჰქონოდა.

„რეალურად სუს-ს შეუძლია, ყოველგვარი კონტროლის გარეშე შეაღწიოს თითქმის ყველა კომუნიკაციის საშუალებაში და მოახდინოს მოსმენა,“ - აცხადებს გიორგი ტუღუში.

გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ მართალია, სუს-ს მოსმენები ბევრი რამისთვის სჭირდება, თუმცა ამას პოლიტიკური შანტაჟისთვის არ უნდა იყენებდნენ. მან ე.წ. მოსმენების გასაღების ფლობაზე მისი პარტიის რეკომენდაციებიც შესთავაზა.

„პირველი ეს არის, რომ მოსმენები ხორციელდებოდეს, ანუ წვდომა გასაღებზე ჰქონდეს თავად მობილურ ოპერატორებს, რომელიც თავად არ მოსწონთ, არ უნდათ, რომ თავი აიტკიონ. მეორე ეს არის, რომ თუ აკეთებთ ცალკე ინსტიტუციას, მას უნდა გააჩნდეს, როგორც დამოუკიდებლობის გარანტიები, ასევე უნდა შექმნა კონტროლის გარანტიები,“ – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.  

დღის ამბები