03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
მამა ილია კარტოზიას საქართველოში მომავალ კვირას გადმოასვენებენ

იტალიაში ბორან ”ნორმან ატლანტიკზე” გაჩენილი ხანძრის ევაკუაციის დროს გარდაცვლილი ქართველი სასულიერო პირის ცხედარს თბილისში მომავალ კვირას გადმოასვენებენ.

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ყველა აუცილებელი იურიდიული პროცედურა. ამ ეტაპზე მამა ილია კარტოზიას ცხედარს ექსპერტიზა ქალაქ ბარის პროზექტურაში უტარდება.

ის ევროპაში სიწმინდეების მოსალოცად გაემგზავრა. სულ ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები