პატრიარქის ოპერაცია დასრულდა. ექიმებმა კურიერის კორესპონდენტთან პირველი კომენტარები გააკეთეს. მათი ინფორმაციით, ილია მეორე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ის თავს ძალიან კარგად გრძნობს. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, უნდა დაველოდოთ მომდევნო რამდენიმე დღეს. ამ მომენტისათვის ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ის თავს კარგად გრძნობს. სავარაუდოდ სამშობლოში გაფრენამდე მას კიდევ რამდენიმე დღით ჰოსპიტალში დავტოვებთ,“-განაცხადა საქართველოს პატრიარქის მკურნალმა ექიმმა, პროფესორმა მარტინ სტრიკიმ.
როგორც ცნობილია პატრიარქს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, ლაპარასკოპიული მეთოდით ბერლინში, Helios berlin bux-ის კლინიკაში ჩაუტარდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა, პატრიარქის პირადმა ექიმმაც.
„როდესაც ექიმი კმაყოფილია ოპერაციით, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ლაპარასკოპიული მეთოდით დაიწყო და დამთავრდა ოპერაცია, ყველას გილოცავთ, წარმატებული ოპერაციაა და ყველაფერი კარგად არის,“-განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ.
კლინიკაში იმყოფებიან სასულიერო პირები, რომლებიც ოპერაციის დასრულებას ელოდებოდნენ.
ოპერაცია, როგორც ცნობილია თბილისის დროით 11 საათზე დაიწყო.