09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
AirAsia-ს კატასტროფის ადგილას კიდევ 4 ცხედარი აღმოაჩნეს

კომპანია AirAsia-ს კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას მაშველებმა კიდევ 4 ცხედარს მიაკვლიეს. ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთაგან 34 ცხედარია ნაპოვნი.

სამაშველო ჯგუფმა ზღვაში ლაინერის კიდევ ერთი, რიგით მეხუთე დიდი ფრაგმენტიც აღმოაჩინა, თუმცა ოპერაციას უამინდობა აფერხებს. Airbus 320, რომელიც ინდონეზიიდან სინგაპურში მიფრინავდა, რადარებიდან 2014 წლის 28 დეკემბერს გაუჩინარდა. ლაინერის ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები