03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
ძველი მესხეთის ტრადიციები წინასაახალწლოდ

ძველ მესხეთში ახალი წლის დახვედრას განათხოვრებული ნივთების უკან დაბრუნებით იწყებდნენ. დღესასწაულისთვის დიასახლისები სახლებს ასუფთავებდნენ, ყველა კუთხეს გვიდნენ და ოჯახის კეთილდღეობას სახლის ანგელოზს ავედრებდნენ. ტრადიციის თანახმად, ახალი წლის წინა ღამით სხვადასხვა ფორმისა და ზომის კვერებს აცხობდნენ.

ბასილა, ბედის პური, ქათამ-წიწილა, ბანის პური და სხვა სახელწოდების კვერები მესხეთში ყველა ოჯახში ცხვებოდა და სწამდათ, რომ ეს უკეთესი წლისთვის კეთდებოდა.

ამ და სხვა ტრადიციებით მესხები კეთილდღეობას, ხვავს და ბარაქას იბედებდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები