03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
სინტერ კლაასის, იმავე სანტა კლაუსის წინასაახალწლო მოლოდინი

ჰოლანდიაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან 6 დეკემბრამდე ყველა ბავშვი სინტერ კლაასს, იმავე სანტა კლაუსს ელოდება, რომელიც მათთან ესპანეთიდან ჩადის.

ბავშვები ცდილობენ მთელი წლის განმავლობაში სანიმუშოები იყვნენ იმისათვის, რომ ტრადიციულად საჩუქრები მიიღონ. 6 დეკემბერს ყველა ბავშვი სინტერ კლაასს მდინარესთან ხვდება. პატარებს კლაასი პირადად ესალმება.

სინტერ კლაასს საჩუქრების მომზადებასა და დარიგებაში პიტები ეხმარებიან, რომლებსაც შავი პიტებს ეძახიან.

ტრადიციას დიდებიც იცავენ და პატარებთან ერთად მდინარის პირას საყვარელი სინტერ კლაასის დასახვედრად ისინიც იკრიბებიან. ამ დღეს ყველა საკუთარ ბავშვობას იხსენებს.

დღის ამბები