03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
ილია მეორეს იუბილე პრემიერმა და აშშ-ის ელჩმა მიულოცეს

კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 82 წლის იუბილე საკუთარი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ილია მეორის მიმართ პატივისცემა გამოთქვა და მას სამშობლოს წინსვლა, ხალხის სულიერი სიმტკიცე და კეთილდღეობა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.

იუბილე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მიულოცა რიჩარდ ნორლანდმაც. ელჩმა უწმინდესს საქართველოს და მთლიანად რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობისათვის მოღვაწეობაში წარმატება უსურვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები