03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
კობი-გუდაურის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა - ამის გამო ლარსის სასაზღვრო პუნქტის მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის მოძრაობა აკრძალულია.

დარიალის ხეობის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის გაჩერება იკრძალება.

აღნიშნული მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლას და რეჟიმის დაცვას ზედამხედველობას გაუწევს საპატრულო პოლიცია.

საქართველოს ტერიტორიაზე ყველა დანარჩენი მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია.

ამავე თემაზე
დღის ამბები