09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ოდესაში

ძლიერი აფეთქება მოხდა ოდესის ცენტრში. ასაფეთქებელი მოწყობილობა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედროების დახმარების საკოორდინაციო ცენტრის შენობასთან ამოქმედდა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა შენობის შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანა. აფეთქებების სერია ოდესაში დეკემბერშიც მოხდა, რის შემდეგაც ქალაქში, პატრულირების მიზნით, ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი შეიყვანეს.

დღის ამბები