05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - პროკურატურაში პატრიარქის ან სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობას უარყოფენ

პროკურატურაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. ციანიდის საქმე პატრიარქს ან რომელიმე მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობას უკავშირდებოდა. რუსთავი 2-თან საუბრისას პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა  განაცხადა, რომ საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, მთავარი პროკურორის მხრიდან არ ყოფილა საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობაზე და მისთვის გაუგებარია, რაზე დაყრდნობით გააკეთეს პოლიტიკოსებმა მსგავსი განცხადებები.

„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგის ტექსტი რომ ჩაამთავრა, ჟურნალისტებმა კითხეს, რომ "შეიძლებაო ეს პირი იყოსო ილია მეორეო" და მთავარმა პროკურორმა უპასუხა, რომ არა, მე არსად არ მიხსენებია, რომ ეს არის პატრიარქიო და მე ეს ვუთხარი ჟურნალისტებს,“ - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

მამა გიორგი მამალაძის დაკავების თემაზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრიფინგი 13 თებერვალს გამართა.

დღის ამბები