05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - ომბუდსმენი პროკურატურის და მაღალჩინოსნების განცხადებების შესწავლას გეგმავს

ე.წ. ციანიდის საქმეზე საგამოძიებო უწყებისა და მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებების დეტალურად შესწავლას გეგმავს სახალხო დამცველი. მისი შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში ამ საჯარო გამოსვლებით დაირღვა ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმცია.

სახალხო დამცველი ბრალდების მხარისგან საქმის შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებას, დაცვის მხარისთვის კი გაუთქმელობის პირობის გაუქმებას მოითხოვს.

"პირველივე დღიდანვე მეორე მხარის მხრიდან ვრცელდება საკმაოდ დეტალური ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით. საუბარია ბრალდების მხარეზე. ანუ, აქ სწორედ თანასწორუფლებიანობის დარღვევაზეა საუბარი, ისევე, როგორც უდანაშაულობის პრეზუმციის. სასულიერო პირზე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი ბრალდებულისგან,  არ ყოფილა საუბარი საერთოდ, თუმცა, რატომ გაჩნდა ეს ჩანაწერი და ჩვენ ყველამ მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ეს ალბათ არის ის საკითხი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. მათ შორის ის, თუ როგორ მოხდა, რომ თანამდებობის პირებს ქონდათ ასეთი ამომწურავი ინფორმაცია და რა თქმა უნდა, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა იქნას გამოძიებული," - აცხადებს უჩა ნანუაშვილი. 

დღის ამბები