05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
"რუსთავი 2"-ისა და თავისუფალი მედიის მხარდამჭერი აქცია უცხოური პრესის ყურადღების ცენტრში
რუსთავი 2-ისა და თავისუფალი მედიის მხარდამჭერი აქციის შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს The Washington Post, სადაც ნათქვამია, რომ ათასობით ადამიანი დედაქალაქის ცენტრში ოპოზიციური ტელევიზიის მხარდასაჭერად გამოვიდა.
 
სააგენტო Associated Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია შესაძლოა ქვეყნის ხელისუფლებასთან მეგობრულად განწყობილ მეპატრონეს გადაეცეს, რამაც ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრიდან თბილისის მთავარ გამზირზე შეკრიბა.
 
რუსთავი 2-ისა და თავისუფალი მედიის მხარდამჭერ აქციას BBC-იც ეხმაურება. ავტორის განმარტებით, მომიტინგეები რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეიკრიბნენ.
 
აქციაში ჟურნალისტები, ოპოზიციური პარტიები და არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დღის ამბები