03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
"ერთი კაცის ოფისი," თუ მასშტაბური პროექტი "პანორამა თბილისი"?

პანორამა თბილისის გამო, დედაქალაქში ერთ-ერთ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი უკვე აღარ აქვს. აქ უნდა გაშენდეს სოლოლაკის ბაღები, რომელიც პანორამა თბილისის ყველაზე მსხვილი პროექტი იქნება. გადაწყვეტილება საკრებულომ გასული წლის ბოლო დღეს მიიღო. ამ გადაწყვეტილებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა გარემოს დამცველების და თავად საკრებულოს დეპუტატების მხრიდან. 

გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ეკონომიკურად ეს პროქეტი წამგებიანი იქნება, რადგან სტატუსის შეცვლა ამცირებს შანსებს, ეს ტერიტორია იუნესკოს სიაში მოხვდეს.

არქიტექტორი ირაკლი ქარსელაძე კი ირწმუნება, რომ ეს ტერიტორია ყოფილი სანაგვის ტერიტორიაა, რეალურად მოხდა მისი გაწმენდა და გრძელდება ამ ტერიტორიის შემდგომი განვითარება.

საკრებულოში ოპოზიცია აპროტესტებს ე.წ. ამერიკული სოფლისთვის რეკრიაციული ზონის სტატუსის მოხსნას და სამწუხაროს უწოდებენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი განხილვების გარეშე გაიტანა საკრებულომ.

"ეს იქნება ერთი ადამიანის ოფისი, სამწუხაროა, რომ ასე განხილვების გარეშე მოხდა ამ ტერიტორიისთვის სტატუსის მოხსნა," - ამბობს "ნაციონალური მოძრაოაბის" წევრი ირაკლი აბესაძე.

საკრებულოს თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ "პანორამა თბილისი" "ქვაღორღისა და ხრიოკის ადგილას შენდება" და ასეთი გრანდიოზული პროექტი თბილისში არ განხორციელებულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები