05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
შორენამ თქვა, რომ მე ვარ ინსტრუმენტი გამოყენებული, რომ დაერტყათ პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის - ნანა კაკაბაძე

ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქისა და საპატრიარქოს პოზიცია შესაძლოა, დღეს გახდება ცნობილი. საპატრიარქოში გვიანობამდე მიდიოდნენ სტუმრები.

პატრიარქს ასევე შეხვდა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. მისი შეფასებით, ილია მეორეს არ აქვს ამ საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია. კაკაბაძის თქმით, ის პატრიარქის მდივან რეფერატსაც ესაუბრა.

როგორც მან განაცხადა, შორენა თეთრუაშვილის აზრით, ის ამ საქმეში გამოიყენეს და მთავარი მიზანი პატრიარქზე და საპატრიარქოზე შეტევა იყო.

„მე შევხვდი შორენას. თქვა, რომ მე ვარ ინსტრუმენტი გამოყენებული იმისათვის, რომ დაერტყათ პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის. თქვა ის დანარჩენი ადამიანები, ვინც არიან. ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტები. აქ მიზანი და გათვლა არ იყო არც შორენასა და არც სხვაზე. ეს იყო გათვლა უფრო მაღლა და უფრო ზემოთ,“ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ. 

დღის ამბები