05 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის თხოვნას პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრის შესახებ საპატრიარქოში პასუხობენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის თხოვნას პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრასთან დაკავშირებით საპატრიარქოდან გამოეხმაურნენ. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მამა გიორგი მამალაძეს შეხვდეს. რაც შეეხება, სინოდის წევრებს, მამა მიქაელის თქმით, სახელმწიფომ მათ სთხოვა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეხვდნენ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. 

რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, "რა უსაფრთხოების ზომებზეა საუბარი," მამა მიქაელმა სატელეფონო საუბარი შეწყვიტა. 

მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძის განცხადება, რომ მას აქვს სურვილი პატრიარქს შეხვდეს, საპატრიარქოში არ შესულა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემამდე პატრიარქთან, ან სინოდის წევრებთან შეხვედრა მოითხოვა და სურვილი გამოთქვა ე.წ. ციანიდის საქმის დეტალები ჯერ მათთვის გაეცნო.

ამავე თემაზე
დღის ამბები