05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი მოქალაქე იქნეს გათავისუფლებული - საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

ქართველი მფრინავი, სოსო ოსურაული თითქმის ერთი თვეა კონგოელი მეამბოხეების ტყვეობაშია. მის გასათავისუფლებლად ემ-23-ის მეამბოხეები 1 მილიონ დოლარს ითხოვენ. დასავლური მედიის ცნობით, ქართველი მფრინავი ტყვეობაში 27 იანვრიდან იმყოფება, როდესაც მეამბოხეებმა კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ერთ-ერთს სწორედ სოსო ოსურაული მართავდა. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ოსურაული კონგოში მათ მიერ არ არის წარგზავნილი. მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ჩაერთო.

„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გადაიდგას ყველა ის ოპტიმალური ნაბიჯი, რაც ვითარების მიხედვით იქნება გადასადგმელი, რათა ჩვენი მოქალაქე იქნეს გათავისუფლებული,“ - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბექა დვალი.

ის დატყვევებული ქართველი მფრინავის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს.

მისი თქმით, კონგოს მხარემ სოსო ოსურაულის დატყვევების თაობაზე ინფორმაცია საქართველოს მხოლოდ გუშინ დაუდასტურა.

ამავე თემაზე
დღის ამბები