03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
რა ხდება საქართველოს გზებზე?!

საქართველოს მაღალთიან რაიონებში თოვლის საფარის მატების გამო რამდენიმე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული ან აკრძალულია.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფასანაურიდან გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია ზვავსაშიშროების მიზეზით.

რაც შეეხება ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარს და ნინოწმინდა-ფარავანს, აღნიშნულ მონაკვეთზე არის ძლიერი ქარბუქი და შესაბამისად, შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება.

მოძრაობა დაშვებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ნაქერალას უღელტეხილზე, ლენტეხის მიმართულებით და მესტიის მიმართულებით.

„დანარჩენი ყველა მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება არის შეუფერხებელი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები,” - განუცხადა რუსთავი 2-ს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.

გუდაურში და ჯვრის უღელტეხილზე თოვლის საფარი 170 სანტიმეტრია, აღნიშნულ მონაკვეთზე თოვა 9 იანვრამდე გაგრძელდება; 10 იანვრიდან კი სინოპტიკოსები გამოდარებას ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები