03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ავსტრიის ალპებში ზვავის ჩამოწოლას ორი მოთხილამურე ემსხვერპლა

ავსტრიის ალპებში შეერთებული შტატების მოთხილამურეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები დაიღუპნენ. ამერიკელი სპორტსმენები სოელდენის კურორტზე იმყოფებოდნენ, როდესაც ადგილზე ზვავი ჩამოწვა.

ორი მოთხილამურე ადგილზე დაიღუპა, დანარჩენმა 4-მა კი თავის დაღწევა მოახერხა.

მაშველების განცხადებით, სპორტსმენებს ავარიული გადამცემები არ ჰქონდათ, რამაც მათი ადგილსამყოფელის დადგენა გაართულა.

დღის ამბები