ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი და საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მეუფე დიმიტრი კურიერთან სატელეფონო საუბარში პატრიარქის მიმართვასთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც ბერლინში ყოფნის პერიოდში ჩაიწერა.
მეუფე დიმიტრის თქმით, ვიდეომიმართვა დამონტაჟებული ვერსიის სახით პატრიარქთან შეთანხმებით გავრცელდა.
„იქვე, ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, პატრიარქიც ისმენდა, რომ ეს ფრაზა, ეს წინადადება უნდა მოკვეცილიყო იმიტომ, რომ მამა გიორგი დუმს და ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამე განცხადებებს არ აკეთებს. იქვე ვთქვით, რომ ის ვერსია, სადაც პატრიარქი ამბობს მამა გიორგის შესახებ ამას, არ უნდა გავრცელებულიყო, რატომღაც ვიღაცამ, ერთერთმა გადაუგზავნა თავის ახლობელს, იმ ახლობელმა კი რომელიღაც ტელეკომპანიას და ასე გავრცელდა,“- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.